1.პროექტის სახელწოდება:Viele georgische Jugendlichen wollen in Deutschland arbeiten. Was mussen sie dafuer machen?
2.პროექტის თემა:Wohnen in Deutschland
3.პროექტის აქტუალობა:დღეს სულ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ცდილობს წავიდეს სამუშაოდ გერმანიაში;რა არის ამისათვის საჭირო:დასაქმების რა შესაძლებლობებია,როგორ უნდა მოიპოვო დასაქმების ნებართვა და ასე შემდეგ.
4.პროექტის მიზნები:გერმანიის კულტურისა და ენის უფრო კარგად შესწავლა,დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების შეძენა.
5.მონაწილეთა ასაკი: XII კლასი
6. ვადები/ხანგრძლივობა: 2თვე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები მოიპოვებენ საჭირო ინფორმაციებს უშუალოდ გერმანიაში დასაქმებულთაგან;თბილისის გოეთეს ინსტიტუტისაგან;ეცოდინებათ,გერმანიაში მუშაობის სურვილის შემთხვევაში,რა ნაბიჯები ექნებათ გასაკეთებელი;გარდა ამისა აითვისებენ ახალ ენობრივ და კულტურულ მასალას
8პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: .ადამიანური რესურსები;კომპიუტერი;საჭირო ლიტერატურა,ბუკლეტები ;გოეთეს ინსტიტუტი.
9პროექტის მსვლელობა: მასწავლებელი განსაზღვრავს სასწავლო პროექტის მიზნებს,ამოცანებს .მოსწავლეები ინაწილებენ ფუნქციებს,ათანხმებენ ამ ყველაფერს მასწავლებელთან, ირჩევენ ინფორმაციის წყაროსა და ისტ საშუალებებს.
მეორე ეტაპზე მოიძიებენ პიროვნებებს,ვინც მუშაობს გერმანიაში ან უკვე იქ ნამუშევარია,იღებენ ინტერვიუებს;ნაბიჯ-ნაბიჯ მოიპოვებენ ყველა საჭირო ინფორმაციას ინტერნეტისა თუ სხვა საშუალებების გამოყენებით;
მესამე ნაბიჯია,დაგროვილი მასალის საპრეზენტაციოდ მომზადება .
მეოთხე-პროექტის მიმდინარეობისა და მიღებული შედეგების პრეზენტაცია;
მეხუთე-შეფასება-მოსწავლეებთან შეთანხმებული შეფასების რუბრიკის მიხედვით ფასდება პროექტის განხორციელება და მიღწეული შედეგები.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტის განხორციელება გადის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სხვადასხვა შედეგზე;კულტურათა დიალოგი,სასიცოცხლო-ადაპტაციური უნარ-ჩვევების გამომუშავება, საჭირო ინფორმაციის მოპოვება და გამოყენება უცხო ენაზე.
11პროექტის ხელმძღვანელი:.ბელა ცენტერაძე